ევროპის საბჭო - გაწევრიანების ისტორია


1993 წლის 4 მარტს საქართველოს პარლამენტმა მოითხოვა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სპეციალური სტუმრის სტატუსი, რომელიც მიენიჭა 1996 წლის 28 მაისს.

1996-1999 წლებში საქართველომ სპეციალური სტუმრის სტატუსით მონაწილეობა მიიღო საორგანიზაციო კომიტეტების შემადგენლობაში, ევროპის საბჭოს თანამშრომლობისა და დახმარების სამთავრობათშორისო პროგრამებში. თანამშრომლობა მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა: სამართალი, დანაშაულთან ბრძოლა, ადამიანის უფლებები, მასმედია და სხვა.

1996 წლის 14 ივლისს საქართველომ გააკეთა ევროპის საბჭოში გაწევრიანების განაცხადი.

1997 წლის ივნისში საქართველოს ეწვია გამოჩენილ იურისტთა დელეგაცია, რათა ჩაეტარებინათ მონიტორინგი თუ რამდენად შეესაბამება საქართველოს სამართლებრივი სიტემა პლურალისტური დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პრინციპებს.

1997 წლის სექტემბერში სტრასბურგში გაიხსნა ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა.

1998 წლის 27 ნოემბერს ქალაქ ბუდაპეშტში გაიმართა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური კომიტეტის სხდომა, რომელმაც განიხილა საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების განაცხადთან დაკავშირებული მოხსენება.

1999 წლის 27 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 209-ე რეზოლუციის საფუძველზე რეკომენდაცია მისცა მინისტრთა კომიტეტს, მიეწვია საქართველო ევროპის საბჭოს სრულუფლებიან წევრად.

1999 წლის 23-24 მარტს გამართულ 665-ე სხდომაზე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა აღიარა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების შეუქცევადი ხასიათი და მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ევროპის საბჭოს 41-ე წევრად მიწვევის თაობაზე.

ევროპის საბჭოში საქართველო გაწევრიანდა 1999 წლის 27 აპრილს ევროპის საბჭოს წესდების რატიფიცირების სიგელის დეპონირებისა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ხელმოწერის შემდეგ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ზურაბ ჟვანიას სიტყვა ევროსაბჭოს გენერალური ასამბლეის 1999 წლის 27 იანვრის სხდომაზე ქალაქ სტრასბურგში