ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულება ევროპაში


 

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის საქართველოს თავმჯდომარეობის ეგიდით, მაღალი დონის მრგვალი მაგიდა „ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულება ევროპაში - მონაწილეობა და აღდგენითი მართლმსაჯულება“ ონლაინ ფორმატში გაიმართა.

2020 წლის 12 მაისს, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის საქართველოს თავმჯდომარეობის ეგიდით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და ევროპის საბჭოს ორგანიზებით, ონლაინ ფორმატში გაიმართა მაღალი დონის მრგვალი მაგიდა „ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულება ევროპაში - მონაწილეობა და აღდგენითი მართლმსაჯულება“.

მრგვალი მაგიდა მიზნად ისახავდა ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულების სისტემებთან დაკავშირებული ევროპის საბჭოს მიერ მიღებული იმ სტანდარტების პოპულარიზაციას, რომლებიც ორგანიზაციის სხვადასხვა დოკუმენტშია წარმოდგენილი, ასევე წევრი სახელმწიფოების მიერ ამ სფეროში დაგროვილი გამოცდილებისა თუ გამოწვევების გაზიარებას.

ონლაინ ღონისძიების გახსნით სესიაში მონაწილეობა მიიღეს, საქართველოს ვიცე პრემიერ-მინისტრმა, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა მარია პიეჩენოვიჩ-ბურიჩმა.

ონლაინ ღონისძიება შედგებოდა რამდენიმე თემატური სესიისგან, მათ შორის : ბავშვები ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, მართლმსაჯულების სისტემებთან შეხების მქონე ბავშვების უფლებების დაცვა, ბავშვები და მართლმსაჯულება, კანონთან კონფლიქტში მყოფი ბაფშვების უფლებების დაცვა : აღდგენითი მართლმსაჯულების გზისკენ ევროპაში.

მაღალი დონის მრგვალი მაგიდის დასრულების შემდეგ, ღონისძიების მომხსენებელთა გამოსვლების შინაარსის გათვალისწინებით, 2020 წლის 15 მაისს, გამოქვეყნდება საქართველოს თვმჯდომარეობის დასკვნები.

ონლაინ ღონისძიების დღის წესრიგის, მომხსენებელთა გამოსვლებისა და სასარგებლო ინფორმაცის გასაცნობად, გთხოვთ, ეწვიოთ ღონისძების ვებ-გვერდს: https://www.coe.int/en/web/children/child-friendly-justice-europe-may-2020